02:55 - 13 Apr, 2026
|
2017-09-27 20:56:22, 825 ნახვა
რეგიონი
ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
ბორჯომის ხეობაში, დაბა წაღვერის მახლობლად, მთის ფერდობზე არსებულ ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. შსს-ს ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველები, მეტყევეებთან და ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკასთან ერთად, პრევენციის მიზნით, რამდენიმე დღის განმავლობაში ადგილზე დარჩებიან და მონიტორინგს განახორციელებენ. „ხანძრის ქრობის პროცესში ჩართული იყო შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 600 მეხანძრე-მაშველი და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 800 თანამშრომელი. ვერტმფრენებმა 5 დღის განმავლობაში, ბორჯომის ხეობაში, ტყის მასივში გაჩენილი ხანძარის ქრობის მიზნით, 560 აფრენა განახორციელეს და ცეცხლის კერებს 1175 ტონა წყალი დაასხეს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)