07:27 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-13 05:41:14, 711 ნახვა

რეგიონი
აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებში ავიაცია ჩაერთო

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების ფარგლებში, ავიაციის მეშვეობით უკვე შეიწამლა აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ანჟელში არსებული ფართობები და სიმინდის ნათესები. სამეგრელო-გურიის საზღვარზე ის ტერიტორიები, სადაც შესაძლებელია  ავიაციის გამოყენება, ეტაპობრივად  დამუშავდება.  

ღონისძიებები საავიაციო შეწამვლითი სამუშაოების წესების სრული დაცვით ტარდება. ავიაციით შეწამვლითი სამუშაოების  განხორცილებისას, აუცილებელია  უსაფრთხოების შესაბამისი ზომების დაცვა, რის შესახებაც ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მეშვეობით  მოსახლეობა წინასწარ იქნება ინფორმირებული. 

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები უცხოელი ექსპერტების ჩართულობით მომზადებული სტრატეგიის შესაბამისად ხორციელდება. სტრატეგიის სამოქმედო გეგმის თანახმად, სოფლის  მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო ქიმიურ წამლობას საკარმიდამო ნაკვეთებსა და  დასახლებული პუნქტების მიმდებარედ  არსებულ ნარგავებში ივნისიდან ატარებს. მას შემდეგ, რაც მავნებლის გავრცელება ისეთ დიდ მასივებში  აღინიშნა, სადაც შესაძლებელია საავიაციო წამლობის ჩატარება, ღონისძიებებში ავიაცია ჩაერთო. 

პარალელურად, იქ სადაც საავიაციო სამუშაოების ჩატარება შეუძლებელია, მავნებლის წინააღმდეგ შეწამვლითი ღონისძიებები სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალური ტექნიკით,  სამანქანე აგრეგატებით  გრძელდება. 

ამ ეტაპზე, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ 83 ათასამდე  ჰექტარი  ფართობია დამუშავებული. 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics