05:04 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-17 13:39:48, 2350 ნახვა

საზოგადოება რეგიონი
აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პროკურატურამ გაათავისუფლა

სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო პროკურატურამ გაათავისუფლა, - ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ოკუპირებულ ახალგორში 16 აგვისტოს დაკავებული აქტივისტი რამდენიმესაათიანი დაკითხვის შემდეგ, შინ დაბრუნდა.

როგორც გამოცემა წერს, აქტივისტი ვალდებულია, დილით, 09:30 საათზე კვლავ გამოცხადდეს ოკუპირებული სამხრეთ ოცეთის დე-ფაქტო პროკურატურაში, რათა მისი დაკითხვა გაგრძელდეს.

მედიის ცნობით, თამარ მეარაყიშვილის სახლი გაჩხრიკეს. ახლობლების თქმით, ე.წ. სამართალდამცველები გარკვეულ ექსტრემისტულ ლიტერატურას ეძებდნენ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics