13:37 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-27 12:21:57, 635 ნახვა

რეგიონი
ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის სოფელ ოჟიოს გამანაწილებლის სარეაბილიტაციო პროექტის I ეტაპი დასრულდა

სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაციამ“ ახმეტის მუნიციპალიტეტში ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის სოფელ ოჟიოს გამანაწილებლის სარეაბილიტაციო პროექტის  I  ეტაპი დაასრულა.

პროექტის ფარგლებში მოეწყო  4  კილომეტრამდე დახურული საირიგიაციო ქსელი.  მიმდინარეობს შიდა კვლების მოწყობის სამუშაოები, რაც ფერმერებს საშუალებას აძლევთ უშუალოდ ნაკვეთებამდე მიიყვანონ წყალი.

აღდგენილი საირიგაციო არხი „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა, არჩილ ბუკიამ   დაათვალიერა  და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

 ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად, მუნიციპალიტეტში წყალუზრუნველყოფილია  სოფ. ოჟიოსა და ხორხელის 150 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი.   პროექტის  II ეტაპის განხორციელების შემდეგ მუნიციპალიტეტში დამატებით 150 ჰექტარი  გახდება სარწყავი წყლით უზრუნველყოფილი. 

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics