13:37 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-23 10:10:10, 972 ნახვა

რეგიონი
ზურაბ პატარაძემ ახალი სასტუმრო Best Western Plus Batumi გახსნა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩაზე ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო "Best Western Plus Batumi" გახსნა.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, 6-სართულიანი სასტუმროს მშენებლობა 2016 წელს დაიწყო.

მათივე ინფორმაციით, ახალი სასტუმროსთვის 5,000,000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა.

მშენებლობაზე 100 ადამიანი იყო დასაქმებული, ხოლო დღეიდან 40-მდე ადგილობრივი კადრი დასაქმებდა. შენობაში განთავსებულია 50 სასტუმრო ნომერი, ლობი ლაუნჯი, კაფე 'Terrace 7 Bar' სასტუმროს ტერასაზე, საკონფერენციო დარბაზი და ღია აუზი.

პატარაძის თქმით, მსგავსი პროექტები ხელს შეუწყობს რეგონის განვითარებას.

„დღეს ჩვენ ერთად ვზეიმობთ კიდევ ერთ წარმატებულ პროექტს ბათუმში. ძალიან მიხარია, რომ მაღალი კლასის სასტუმრო გაიხსნა. Best Western Plus-ი გემოვნებით შესრულებული ინფრასტრუქტურაა. მინდა მივულცო ყველას. ჩვენ ყოველკვირეულად ვხსნით სხვადასხვა სასტუმროს და ობიექტს. მსგავსი პროექტები ხელს შეუწყობს ჩვენი რეგიონის განვითარებას," - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

"Best Western Hotels & Resorts მსოფლიოში  სასტუმროების ყველაზე დიდ საერთაშორისო ქსელს წარმოადგენს, რომელიც 4200-მდე კერძოდ ოპერირებულ სასტუმროს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში ფლობს.

(NS) 









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics