11:21 - 12 Apr, 2026
|
2017-07-08 10:17:50, 1220 ნახვა
რეგიონი
მარტვილში ადიდებულმა მდინარემ 65 წლის მამაკაცი იმსხვერპლა
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ საელიაოში, ძლიერი წვიმების შედეგად ადიდებულმა მდინარე აბაშამ ერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 65 წლის მამაკაცს მდინარის ერთი ნაპირიდან მეორეზე მსხვილფეხა საქონელი გადაჰყავდა, რა დროსაც იგი ადიდებულმა მდინარემ გაიტაცა. სახანძრო-სამაშველო ჯგუფმა მამაკაცის ცხედარი მალევე იპოვა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, მარტვილის რაიონულ სამმართველოში გამოძიება სსკ-ს 115-ე მუხლით მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)