08:15 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-16 13:05:53, 607 ნახვა

რეგიონი
ხობში, სოფელ პირველი მაისის დამშრობი სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ პირველი მაისის დამშრობი სისტემის რეაბილიტაციას ახორციელებს.

პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა 13 კილომეტრიან სადრენაჟე არხს. ნატანი მასისგან გაიწმინდა კოლექტორი და შემკრები არხები, მოეწყობა მილხიდები.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, სოფელი პირველი მაისის 223 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე აღდგება სადრენაჟე მომსახურება.

მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა, არჩილ ბუკიამ,  ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად  დაათვალიერა.

პროექტი, რომლის ღირებულება 100 000 ლარს შეადგენს, მიმდინარე წელს  დასრულდება.

2012 წლიდან დღემდე სამეგრელო-ზემო სვანეთის   რეგიონში განხორციელდა სამელიორაციო ინფრასტრქუტურის   26 სარეაბილიტაციო პროექტი . გაიწმინდა და მოწესრიგდა 500 კილომეტრამე სადრენაჟე არხი. შედეგად, რეგიონში დრენირებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი 19 000 ჰა-მდე გაიზარდა.  

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics