|
2017-06-15 16:16:33, 579 ნახვა
რეგიონი
14-15 ივნისს კახეთის შვიდ რაიონში სეტყვასაშიში ღრუბლის მასები განეიტრალდა
სსსტც „დელტას“ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ 14-15 ივნისს კახეთის რეგიონში 1095 კმ2 საერთო ფართობის მქონე სეტყვასაშიში ღრუბლის მასები გაანეიტრალა, რისთვისაც სისტემამ 60-ზე მეტი რაკეტა გაისროლა. „დელტას“ ინფორმაციით, ფრონტალურმა ღრუბლის მასებმა რეგიონში შემოსვლა საღამოს 20:30 საათიდან სამხრეთ-დასავლეთი მიმართულებიდან დაიწყო, მას დაემატა ადგილზე წარმოქმნილი შიდამასიური ტიპის ღრუბლის კერებიც და თითქმის მთლიანად მოიცვა ახმეტის, თელავის, გურჯაანის, ყვარლის, ლაგოდეხის, სიღნაღის და დედოფლისწყაროს რაიონები. „კრიტიკულ ეტაპზე სეტყვის მოსვლის ალბათობამ 80 % შეადგინა. მოსალოდნელი მარცვლების ზომა 30 მმ იყო. 14 ივნისის 19:19 საათიდან 15 ივნისის დილის 09:01 საათამდე ღრუბლების დამუშავება რამდენიმე ეტაპად განხორციელდა. დამუშავება ჰაერში საფრენი აპარატების არსებობის გამო შეზღუდვების პირობებში მიმდინარეობდა. სარაკეტო ზემოქმედების შედეგად შვიდივე რაიონში არსებული ნალექის სრული მასა წვიმის სახით ჩამოიცალა“, - ნათქვამია „დელტას“ განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)