20:20 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-22 17:50:48, 656 ნახვა

რეგიონი
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის რაიონულ განყოფილებებს ავტომანქანები გადაეცა

აჭარის მთავრობის მხარდაჭერით სსიპ აჭარის ა/რ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიერ შეძენილ იქნა მაღალი გამავლობის 3 ავტომანქანა, რომლებიც განკუთვნილია მაღალმთიან აჭარაში, რთული კლიმატურ-გეოგრაფიული პირობების გათვალისწინებით, გადამდები დაავადებების ინფექციის წყაროს დროულად იდენტიფიცირებისათვის.

მაღალი გამავლობის ავტომანქანები საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების განყოფილებებმა დღეს მიიღეს.

ავტომანქანების გადაცემის პროცესს აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე და მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში კობა ნაკაიძე ესწრებოდნენ.

„რაიონული განყოფილებების ავტომანქანებით აღჭურვა უზრუნველყოფს მაღალმთიან აჭარაში ეპიდემიოლოგიურად უსაფრთხო გარემოს ხელშეწყობას, იმუნო-პროფილაქტიკის განხორციელებას, დაავადებათა ადრეულ გამოვლენას, ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ეპიდზედამხედველობის მხარდაჭერას“, - განაცხადა მინისტრმა ზაალ მიქლაძემ.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, ცენტრის მუნიციპალური ერთეულებისათვის გამართული ტრანსპორტით უზრუნველყოფა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვთა ვაქცინოპროფილაქტიკის ხელშეწყობის, ცივი ჯაჭვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის, პირველადი ჯანდაცვის ცენტრების ექიმების ინსტრუქტაჟის, ცენტრის ადგილობრივი პროგრამების მიმდინარეობის კონტროლისა და გადამდებ და არაგადამდებ დაავადებათა მიმართ ეპიდემილოგიურად უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებისათვის.

უწყების ცნობით, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის რაიონული განყოფილებების ავტომანქანებით უზრუნველყოფა დასრულდა.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics