01:38 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-18 11:42:08, 1640 ნახვა

საზოგადოება რეგიონი
მთიანი აჭარის მიმართულებით გიდების გადამზადება აქტიურ ფაზაშია

მთიანი აჭარის ტურისტულ მარშრუტებზე გიდების გადამზადება აქტიურ ფაზაშია.

აჭარის ტურისტული პროდუქტების სააგენტოში ტრენინგებს 60 დამწყები და მოქმედი გიდი ეტაპოპრივად, მთიანი აჭარის 4 ტურისტული მარშრუტის მიმართულებით გადის. 

ამჟამად, თეორიული და პრაქტიკული კურსი ქედისა და მაჭახელას ტურისტულ მარშრუტებზე გადამზადების მსურველებს უტარდებათ. კურსი აჭარის ისტორიის, ეთნოგრაფიის, ექსკუსიათმცოდნეობისა და ჯგუფის ფსიქოლოგიის თეორიულ სწავლებას,  ასევე, ტურისტულ მარშრუტებზე პრაქტიკულ საველე გასვლებს, იქ არსებული ღირსშესანიშნაობებისa და ძირითადი სერვისების გაცნობას ითვალისწინებს. 

თითოეულ მარშრუტზე ტრენინგების საშუალო ხანგძლივობა ორი კვირაა. ტრენინგებს პროფესიონალი ისტორიკოსები, ეთნოგრაფები და ექსკურსიათმძღოლები ატარებენ. ტრენინგის მონაწილეები უზრუნველყოფილები არიან კურსის თეორიული და პრაქტიკული მასალებით. 

ჯამში, 60 ადამიანი შემდეგი ტურისტული მარშრუტების მიმართულებით გადამზადდება. 

•    მაჭახელას მარშრუტი + მაჭახელას დაცული ტერიტორია 
•    ქედის ღვინის მარშრუტი+ მერისის მარშრუტი 
•    მაღალმთიანი აჭარა _ ჩირუხის მარშრუტი , სხალთა - ხიხანის მარშრუტი, ხულო
გოდერძი - მწვანე ტბის მარშრუტი 
•    დაცული ტერიტოერიები: კინტრიში, მტირალა, ისპანი + ფრინველებზე დაკვირვება
 ( სახალვაშო- შუამთა )

მაღალმთიანი აჭარისა და დაცული ტერიტორიების ტურისტულ მარშრუტებზე გადამზადების მსურველებს ტრენინგები ივნისიდან ჩაუტარდებათ. 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics