18:23 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-11 17:45:03, 621 ნახვა

რეგიონი
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის „მთავრობამ“ ოკუპირებულ დონეცკთან თანამშრომლობის „შეთანხმება“ გააფორმა

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო მთავრობამ ოკუპირებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკასთან თანამშრომლობის, მეგობრობისა და ურთიერთდახმარების "შეთანხმება" გააფორმა, - ამის შესახებ Osinform იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ე.წ. შეთანხმებას ხელი დე-ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა და ოკუპირებული დონეცკის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ზახარჩენკომ მოაწერეს.  

დე-ფაქტო შეთანხმებას ხელი ოკუპირებულ დონცეკში მოეწერა. 

მედიიც ცნობით, ე.წ. შეთანხმება 10 წლის ვადით დაიდო და 23 პუნქტისგან შედგება. "თანამშრომლობა" საშინაო პოლიტიკის, ეკონომიკის, ვაჭრობის, დანაშაულთან ბრძოლის, კულტურისა და განათლების სფეროებს მოიცავს. ე.წ. ვიზიტის ფარგლებში დე-ფაქტო ლიდერები  „დიპლომატიური ურთიერთობის“ დამყარების შესახებ პროტოკოლის ხელმოწერასაც გეგმავენ. 

როგორც Osinform წერს, ე.წ. შეთანხმება გაფორმდა რათა „ოკუპირებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკასა და ოკუპირებული ცხინვალის ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადავიდეს, ხალხების ნაციონალური ინტერესების გათვალისწინებით“. 

ცნობისთვის, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო მთავრობის დელეგაცია ოკუპირებულ რეგიონში დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკად გამოცხადების 3 წლისთავის აღნიშვნასთან დაკავშირებით იმყოფება. ე.წ. ვიზიტის ფარგლებში დე-ფაქტო ლიდერები გეგმავენ „დიპლომატიური ურთიერთობის“ დამყარების შესახებ პროტოკოლის ხელმოწერასაც. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics