23:31 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-02 16:04:52, 706 ნახვა

რეგიონი
აჭარაში საინფორმაციო-ტურისტული ცენტრები 18%-ით მეტ სტუმარს მოემსახურა

აჭარაში საინფორმაციო-ტურისტულ ცენტრებში ვიზიტორების მატებაა.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, 2017 წლის, პირველი კვარტლის მონაცემებით, საინფორმაციო ცენტრების მომსახურებით 5 938 ვიზიტორმა ისარგებლა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდს 18%-ით აღემატება.

მათივე ცნობით, ყველაზე ხშირად საინფორმაციო ცენტრებს რუსი, ებრაელი, უკრაინელი და პოლონელი ვიზიტორები სტუმრობდნენ.

ისინი ძირითადათ, მთიანი აჭარის ტურებითა და ტრადიციული სამზარეულოთი ინტერესდებიან. ხშირია, ფოლკლორის გაცნობისა და გასართობი ტურისტული ობიექტების დათვალიერების მსურველებიც.

არატურისტულ სეზონზე ვიზიტორებს აჭარაში 6 ტურისტული საინფორმაციო ცენტრი ემსახურებოდა. ცენტრებში სტუმრებს აჭარის ტურისტული პროდუქტების, ტურების, გასართობი ტურისტული ობიექტებისა თუ ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შეუძლიათ. იქვე შესაძლებელია აჭარაში დამზადებული ადგილობრივი სუვენირებისა თუ პროდუქტების შეძენაც.

აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის ქედისა და შუახევის სეზონურ ცენტრებსაც გახსნის. ამას დაემატება ახალი  ცენტრი ბათუმის ცენტრალში და ზაფხულში აჭარაში სტუმრებს ჯამში   9 საინფორმაციო ტურისტული ცენტრი მოემსახურება.

(NS)

 

 

 

 

 

 

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics