23:31 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-01 17:15:27, 884 ნახვა

რეგიონი
ზაალ მიქელაძის შუამდგომლობით, აჭარაში ახალშობილ ტყუპებს საკვები პროდუქტები გადაეცათ

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ზაალ მიქელაძის შუამდგომლობით, სამ ახალშობილ ტყუპს საკვები პროდუქტები გადაეცა.

გაბრიელი, ილია და ლილე სურმანიძეები ქვეყანას 31 მარტს მოევლინენ. შპს „ეი-ბი-სი“ ფარმაციამ ოჯახს „ნუტრიბენეს“ დღის და ღამის საკვები გადასცა.

„აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ პროგრამის ფარგლებში ოჯახს 3,000 ლარი უკვე გადასცა. მოგეხსენებათ, რომ ბავშვის აღზრდა დიდ ფინანსებს საჭიროებს. ამ შემთხვევაში სამივე ახალშობილი ხელოვნურ კვებაზე იმყოფება, რომელთა შეძენას ოჯახი ვერ ახერხებს. მშობლების მომართვის საფუძველზე დავუკევშირდით შპს „ეი-ბი-სი“ ფარმაციას, მათ მზადყოფნა გამოთქვეს ახალშობილების კვებით უზრუნველყოფისათვის. მოვუწოდებ კერძო სექტორის სხვა წარმომადგენლებს, გამოიჩინონ გულისხმიერება მსგავსი ოჯახების დასახმარებლად“, - აღნიშნა მინისტრმა ზაალ მიქელაძემ.

ზაალ მიქელაძე სურმანიძეების ოჯახში მინისტრის პირველ მოადგილესთან - ლელა სურმანიძესთან და შპს „ეი-ბი-სი“ ფარმაციას წარმომადგენელთან - ნონა გოგიტიძესთან ერთად იმყოფებოდა.

ახალშობილი ტყუპების ერთჯერადი მატერიალური დახმარების 2017 წლის პროგრამის ფარგლებში თანხა გაცემულია 20 ოჯახზე. გასულ წელს ერთჯერადი მატერიალური დახმარება გაიცა 75 ოჯახზე, გაცემულმა თანხამ შეადგინა 149,000 ლარი.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics