19:46 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-24 12:29:50, 657 ნახვა

რეგიონი
აჭარის ტურისტულ შესაძლებლობებს ყაზახი ვიზიტორები გაეცნენ

აჭარის ტურისტულ შესაძლებლობებს ყაზახი ვიზიტორები გაეცნენ.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტული პოტენციალი ყაზახეთის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე KITF-2017 წარადგინა.

მათივე ინფორმაციით, ცენტრალურ აზიაში ყველაზე აქტიურ და მასშტაბურ გამოფენაზე დეპარტამენტი ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან, ტურისტულ სააგენტოებთან და სასტუმროებთან ერთად იყო წარმოდგენილი.

გამოფენის ფარგლებში დეპარტამენტის წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს სარეკლამო და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან, რომლებიც საქართველოს მიმართულებით მუშაობას გეგმავენ.

აჭარა, ზოგადად კი საქართველოს ყაზახი ტურისტებისთვის მიმზიდველი ტურისტული ადგილია. გასულ წელს, ყაზახეთიდან აჭარას 8 137 ტურისტი სტუმრობდა.

მიმდინარე წელს, დეპარტამენტი ყაზახი ტურისტების მოზიდვის მიზნით სარეკლამო კამპანიებს მაისიდან იწყებს, რაც ინფო და პრესტურების ორგანიზებას, გარე რეკლამასა და ონლაინ რეკლამას ითვალისწინებს.

(NS) 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics