18:23 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-18 18:29:14, 682 ნახვა

რეგიონი
აფხაზეთის ე.წ საგარეო უწყება: მოვუწოდებთ ქართულ მხარეს, მორჩეს საკუთარი თავის და საერთაშორისო თანამეგობრობის მოტყუებას

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა სამინისტრო, რუსეთის ფედერაციის საგარეო მინისტრის სერგეი ლავროვის ვიზიტთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს.

"უწყება" საქართველოს ხელისუფლების მხრიდან გაკეთებულ შეფასებებს განიხილავს და აცხადებს, რომ ქართულმა მხარემ რეგიონში არსებული ვითარება უნდა აღიაროს.

"ბოლო დროს გახშირდა საქართველოს ოფიციალური პირების - პრეზიდენტიდან დაწყებული მაღალჩინოსნებით დამთავრებული, "გაღიზიანებული" გამონათქვამები რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ახაზეთში ვიზიტის თაობაზე. საუბრობენ, რომ სერგეი ლავროვის ვოზიტი "არალეგიტიმურია". ასევე ხაზს უსვამენ, "ტერიტორიულ მთლიანობას".

აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში თვლიან, რომ მსგავსი კომენტარები უადგილოა.

სერგეი ლავროვის ვიზიტი არის ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების და საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისი. შეგახსენებთ, რომ დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთსა და აფხაზეთს შორის 2008 წლის 9 სექტემბრიდან დადგინდა.

მოვუწოდებთ ქართულ მხარეს, მორჩეს საკუთარი თავის და საერთაშორისო თანამეგობრობის მოტყუებას. საქართველო "ჟონგლიორობს" ძველმოდური ტერმინოლოგიით, როგორიცაა "საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა". საქართველომ უნდა აღიაროს არსებული ვითარება რეგიონში", - ნათქვამია ე.წ საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ოკუპირებულ აფხაზეთში ოფიციალური ვიზიტით 18-19 აპრილს ჩავა





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics