18:24 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-18 11:21:11, 595 ნახვა

რეგიონი
ოკუპირებული ცხინვალის „უშიშროების კომიტეტი“ საქართველოს 3 მოქალაქის დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

ე.წ საზღვრის გადაკვეთის გამო დაკავებული საქართველოს 3 მოქალაქის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული ცხინვალის "უშიშროების კომიტეტი" ავრცელებს. 

"17 აპრილს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის გამო საქართველოს 3 მოქალაქე  დავაკავეთ.

დაკავებულები არიან 1989 წელს დაბადებული, თბილისში მცხოვრები გიორგი ბაბუნაშვილი, გორის რაიონის სოფელ ჯარიაშენში მცხოვრები 1989 წელს დაბადებულები რევაზ სრესელი და ლევან  ბოლათაშვილი", - ნათქვამია განცხადებაში.

როგორც ე.წ უშიშროების კომიტეტის განცხადებაშია აღნიშნული, მიმდინარეობს მუშაობა, რათა სასაზღვრო სამსახურმა საქმის მასალები სასამართლოს გადაუგზავნოს. 

ცნობისთვის, 17 აპრილს ე.წ მესაზღვრეებმა საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics