2017-03-26 14:53:12, 953 ნახვა
რეგიონი
ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს
ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს ე.წ. საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.
„აფსნიპრესის“ ინფორმაციით, ე.წ. არჩევნებისთვის 96 საარჩვენო უბანია გახსნილი.
მედიასაშუალების ცნობით, დე ფაქტო საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 22 ოლქში მიმდინარეობს.
ცნობისთვის, ე.წ. არჩევნების პირველი ტური 12 მარტს გაიმართა, სადაც მხოლოდ 12 დეპუტატი აირჩიეს.
აღსანიშნავია, რომ დე ფაქტო პარლამენტში 35 ადგილია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან