2017-03-24 18:57:19, 906 ნახვა
რეგიონი
სეპარატისტებმა სამხრეთ ოსეთში საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს
სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უსაფრთხოების კომიტეტი Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე ინფორმაციას ავრცელებს, რომ ე.წ საზღვრის დარღვევის ბრალდებით სოფელ დისევთან საქართველოს ორი მოქალაქე, დააკავა.
კერძოდ, ესენია: კასპის რაიონის სოფელ კოდიწყაროს მაცხოვრებლები 1973 წელს დაბადებული ელდარ ოთარი ძე ბულბულაშვილი და 1986 წელს დაბადებული თამაზ მურაზის ძე ღვინაძე.
ე.წ კომიტეტის მიერ გამოქვეყნებულ ინფომრაციაში ნათქვამია, რომ "საზღვრის დამრღვევებს" პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები არ გააჩნდათ, ამიტომ "უსაფრთხოების სასაზღვრო" სამსახური დაკავებულების ვინაობას არკვევს.

ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან