20:35 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-24 12:52:18, 2674 ნახვა

ეკონომიკა რეგიონი
ვიზიტორების რაოდენობა ტურისტულ-საინფორმაციო ცენტრებში 94%-ით გაიზარდა

2016 წელს, აჭარაში ტურისტულ საინფორმაციო ცენტრებში  ვიზიტორების 94%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, ტურისტული ცენტრების მომსახურებით წლის განმავლობაში 86 684-მა ვიზიტორმა ისარგებლა. რეგიონში არსებული ტურისტული პროდუქტებითა და სერვისებით ცენტრებში ძირითადათ რუსი, თურქი, უკრაინელი, პოლონელი და ებრაელი ტურისტები დაინტერესდნენ. მათ შორის განსაკუთრებული პოპულარობით მაღალმთიანი აჭარის ტურისტული მარშრუტები და პროდუქტები სარგებლობდა.

„რეგიონში მყოფ ტურისტებსა და ვიზიტორებს აჭარის მაშტაბით 9 საინფორმაციო-ტურისტული ცენტრი ემსახურება, სადაც ისინი რეგიონში არსებული ტურისტული სერვისების, ადგილებისა და პროდუქტების შესახებ დეტალურ ინფორმაციას ღებულობენ. გარდა ამისა, ვიზიტორებს ცენტრებში აჭარის მუნიციპალიტეტებისთვის დამახასიათებელი, ადგილზე წარმოებული პროდუქტებისა და სუვენირების შეძენა შეუძლიათ. 2017 წლიდან, კი საინფორმაციო-ტურისტულ ცენტრებში სტუმრებს განახლებული საინფორმაციო-ტურისტული მასალები და ახალი მარშრუტების რუკები დახვდებათ.

ზმის დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრები ყველა მუნიციპალიტეტსა და ბათუმშია განთავსებული. საინფორმაციო ცენტრების მომსახურების ხარისხი 2016 წელს იდუმალი სტუმრის შეფასებით საუკეთესოდ დასახელდა. კვლევის შედეგად 9-ვე ტურისტული ცენტრის 30 თანამშრომელი და ზოგადათ, ცენტრის მუშაობა შეფასდა. 2017 წელს, ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო ცენტრების მოდერნიზაციასა და სერვისების განვითარებას გეგმავს“, - აცხადებენ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
ზაზა ფაჩულია რაჭაში სადმელი ჰესს ააშენებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics