17:36 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-05 12:38:59, 680 ნახვა

რეგიონი
სოფელ ზვარეში მუშების საპროტესტო აქცია გრძელდება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეში, რკინიგზის ლიანდაგის მშენებლობაზე დასაქმებული ქართველი მუშები მესამე დღეა საპროტესტო აქციას მართავენ. 

აქციის მონაწილეები ქართველი მუშების ცემის ფაქტის დროულად გამოძიებას, დამნაშავეების დასჯას და ჩინური კომპანიის მენეჯმენტის შეცვლას ითხოვენ.

არსებული ინფორმაციით, დღეს გაფიცული მუშების მხარდასაჭერად სოფელ ზვარეში სტუდენტებიც ჩავლენ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ სოფელ ზვარეში ხარაგაულის რაიონის სოფელ ზვარეში რკინიგზის ლიანდაგის მშენებლობაზე დასაქმებული რამდენიმე ქართველი მუშა ჩინური კომპანიის „23-ე ბიუროს“ წარმომადგენლებმა სცემეს. ამასთან, ინციდენტის შედეგად რამდენიმე ჩინელიც არის დაშავებული. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
ზაზა ფაჩულია რაჭაში სადმელი ჰესს ააშენებს
მეუფე იობი: ღმერთმა ინებოს, მომავალი პატრიარქის და მეფის ღვაწლით, გამოვიდეთ ამ ჭაობიდან
მერია: 12 აპრილს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics