04:26 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-28 16:11:27, 2203 ნახვა

მსოფლიო
გაერო: ISIS-მ მოსულში ათასობით ადამიანი მძევლად აიყვანა - 232 ადამიანი გარდაცვლილია

გაერო-ს განცხადებით, "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებმა მოსულში, ათასობით ადამიანი მძევლად აიყვანეს, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მედია საშუალების ცნობით, "ბოევიკები" ქალაქ მოსულზე შტურმის დროს, მოსახლეობის ცოცხალ ფარად გამოყენებას გეგმავენ.

ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია მოსახლეობის მასიური ჟლეტვის შესახებ. გაერო-ს ადამიანის უფლებების საკითხებში კომისარმა განაცხადა, ISIS-ის მებრძოლებმა 232 მშვიდობიანი მოსახლე მოკლეს, მათ შორის ერაყის უსაფრთხოების სამსახურის 190 ყოფილი თანამშრომელი. არსებილი ინფორმაციით, უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა თანამშრომლებმა, ჯიჰადისტებთან თანამშრომლობაზე უარი თქვეს და ეს გახდა მათი ლიკვიდაციის მიზეზი.

როგორც BBC-ი წერს, ქალაქ მოსულის სტურმით აღება ერაყის სამხედროების მიერ 17 ოქტომბერს დაიწყო. ამასთან, ავიაიერიშებს აშშ-ს ხელმძღვანელობით შექმნილი კოალიციას ახორციელებს.

სამხედრო ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ქალაქ მოსულის აღება, "ისლამური სახელმწიფოს" ფაქტობრივ განადგურებას გულისმხობს.

ცნობისთვის, ერაყში "ისლამური სახელმწიფო" 2014 წელს შეიჭრა და სწორედ ამის შემდეგ გახდა ცნობილი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics