13:05 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-27 15:26:56, 651 ნახვა

რეგიონი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მკლავჭიდის მსოფლიო ჩემპიონატში გამარჯვებულებს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე დღეს, მკლავჭიდის მსოფლიო ჩემპიონატში გამარჯვებულებს შეხვდა.

 აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მათ გამარჯვება მიულოცა და მომავალ ასპარეზობებში წარმატებები უსურვა.

შეხვედრას ასევე აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გიორგი თავამაიშვილი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის წარმომადგენლები და მთავარი მწვრთნელი მკლავჭიდში - თემურ ლიპარტაშვილი ესწრებოდნენ.

2016 წლის 1-10 ოქტომბერს ბულგარეთში მკლავჭიდის მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდა, რომელშიც მონაწილობას 52 ქვეყნის სპორტსმენი ღებულობდა, მათ შორის 4 სპორტსმენი აჭარიდან, რომელთა ასპარეზობაც საკამოდ წარმატებული აღმოჩნდა. მარინე ფუტკარაძემ ბრაზილიელ მსოფილო ჩემპიონს ფინალურ ეტაპზე სძლია და მარცხენა ხელში ოქროს, ხოლო მარჯვენაში ვერცხლის მედალს დაეუფლა. ლევან პოღოსიანმა კი მარჯვენაში ოქროს, ხოლო მარცხენაში ვერცხლის მედალი მოიპოვა. რაც შეეხება ნინო მახარაძეს ის ბრინჯაოს მედალს დასჯერდა. ჯამში აჭარის რეგიონალური მკლავჭიდის ნაკრების სპორტსმენები ქვეყანაში 2 ოქროს, 2 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედლით დაბრუნდნენ.

ივნისის თვეში რუმინეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე აჭარიდან მონაწილე სპორტსმენებმა: მარინე ფუტკარაძემ 3 ოქროს მედალი, ხოლო ლევან პოღოსიანმა ერთი ოქროს და ერთი ვერცხლის მედალი მოიპოვეს.









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
„სრულიად დაბლოკილია“. Telegram-ის დაბლოკვის მაჩვენებელმა რუსეთში თითქმის 100%-ს მიაღწია
ნაცემი ბავშვის გარდაცვალების საქმეზე ოკუპირებულ აფხაზეთში დეიდა დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics