11:03 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-24 14:41:43, 2163 ნახვა

მსოფლიო
პეტრო პოროშენკო იმედოვნებს, რომ უკრაინა ვიზალიბერალიზაციას ნოემბრის ბოლოს მიიღებს

უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს განცხადებით, ევროკავშირი მიმდინარე წლის 24 ნოემბრამდე უკრაინისთვის უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით ყველა შიდა პროცედურას დაასრულებს, - ამის შესახებ სააგენტო Interfax-ი იუწყება.

პოროშენკომ იმედი გამოთქვა, რომ უკრაინა ვიზალიბერალიზაციას ნოემბრის ბოლოს მიიღებს.

„ეს 24 ნოემბერს მოხდება, რადგან ამ დღეს გაიმართება უკრაინა-ევროკავშირის სამიტი. შევთანხმდით, რომ ამ სამიტისთვის ყველა დოკუმენტი მზად იქნება“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

როგორც პოროშენკომ აღნიშნა, ევროპარლამენტის დეპუტატთა უმრავლესობა უკრიანისთვის უვიზო რეჟიმის დაწესებას მხარს უჭერს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
მუდმივად განახლებადი მობაილბანკი - საუკეთესო ციფრული გამოცდილება თიბისისთან ერთად
რუსეთის საგარეო: საქართველოს EU-ში გაწევრიანებით „არამეგობრული ქვეყნების“ სიაში მოხვდება
ზურაბიშვილი აბასთუმანის ცის დახურვაზე - დიქტატურა საქართველოში რუსულ მოდელსაც კი აჭარბებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics