17:48 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-20 22:02:02, 1843 ნახვა

მსოფლიო
დონალდ ტრამპი: ვაღიარებ ამ ისტორიული არჩევნების შედეგებს, თუკი გამარჯვებას მე მოვიპოვებ

ვაღიარებ ამ ისტორიული არჩევნების შედეგებს, თუკი გამარჯვებას მე მოვიპოვებ, - ამ სიტყვებით მიმართა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის "რესპუბლიკელმა" კანდიდატმა დონალდ ტრამპა ამომრჩევლებს.

როგორც მან აღნიშნა, ის აღიარებს სამართლიან შედეგებს, მაგრამ შედეგების გასაჩივრების, ან სასამართლოსთვის მიმართვის უფლებას იტოვებს იმ შემთხვევეაში, თუ ეს შედეგბი საეჭვო იქნება.

„მინდა, ყველა ჩემ ამომრჩეველს და ამერიკის ყველა მოქალაქეს დავპირდე, მთლიანად ვაღიარებ ამ ისტორიული არჩევნების შედეგებს, თუკი გამარჯვებას მე მოვიპოვებ. რა თქმა უნდა, ვაღიარებ სამართლიან შედეგებს, მაგრამ შედეგების გასაჩივრების, ან სასამართლოსთვის მიმართვის უფლებას ვიტოვებ, თუ ეს შედეგბი საეჭვო იქნება“, - განაცხადა ტრამპმა.

შეგახსენებთ, აშშ-ს პრეზიდენტის არჩევნები 8 ნოემბერს გაიმართება. არჩევნებში ერთმანეთს "დემოკრატიული" პარტიიდან ჰილარი კლინტონი და "რესპუბლიკური" პარტიიდან დონალდ ტრამპი დაუპირისპირდებიან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში იასამნების ყვავილობის დღეები დაიწყო
კალაძე - ახლა მიხვდნენ ხომ, არჩევნები რომ მნიშვნელოვანია?! - ხალხმა, ყველაფერი კარგად იცის, ვინ ვინ არის
კალაძე: რატომ გინდათ ყველაფერში ცუდი ეძიოთ? აბასთუმანში თვითმფრინავების გამონაბოლქვი პრობლემას ქმნიდა
სელფი მობაილის ქსელის განახლება: მომხმარებლის კმაყოფილების ზრდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics