10:26 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-13 15:14:26, 1934 ნახვა

მსოფლიო
ევროპარლამენტი რუსეთისა და ISIS-ს პროპაგანდის წინააღმდეგ რეზოლუციის პროექტს განიხილავს

ევროპარლამენტი 21 ოქტომბერს პირველი მოსმენით რუსეთისა და "ისლამური სახელმწიფოს" პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ რეზოლუციის პროექტს განიხილავს.

აღსანიშნავია, შესაბამისი დოკუმენტი ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა 10 ოქტომბერს დაუჭირა მხარი.

როგორც რეზოლუციის პროექტშია ნათქვამი, რუსეთი "აგრესიული გზით" იყენებს ინსტრუმენტთა ფართო სპექტრს, მათ შორის სპეციალურ ფონდებს, სხვადასხვაენოვან მაუწყებლებს, საინფორმაციო სააგენტოებს, საზოგადოებრივ და რელიგიურ ჯგუფებს, სოციალურ ქსელებს და ე.წ. "ინტერნეტ-ტროლებს".

დოკუმენტის ავტორები მიიჩნევენ, რომ რუსეთის ხელისუფლება პროპაგანდას ევროპული ღირებულებების კითხვის ნიშნის ქვეშ დასაყენებლად და ევროპაში განხეთქილების პროვოცირებისთვის იყენებს.

დოკუმენტის თანახმად, რუსეთი სწრაფად ააქტიურებს თავის საქმიანობას ევროპაში, რომლის მიზანია რუსული გავლენის გავრცელება და აღმოსავლეთევროპული ქვეყნების სუვერენიტეტის შელახვა.

ევროპელი პოლიტიკოსები პროპაგანდისტების ჯგუფს "ისლამურ სახელმწიფოსაც" მიაკუთვნებენ. ამისათვის, რეზოლუციის პროექტის ავტორები საჭიროდ მიიჩნევენ საზოგადოების, განსაკუთრებით ახალაგზრდების, რადიკალიზაციისგან დაცვას, ასევე ტერორისტული დაჯგუფებისთვის დაფინანსების წყაროების გადაკეტვას.  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სალომე ზურაბიშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - არც განმარტება… ცაც ბიძინასია?
ტრამპმა ლიბანისა და ისრაელის ლიდერებს შორის 30 წელზე მეტი ხნის შემდეგ პირველად, შეხვედრის შესახებ განაცხადა.
მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ბაზისბანკმა ლიბერთი ბანკის შეძენა წარმატებით დაასრულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics