12:16 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-13 11:47:24, 2067 ნახვა

საზოგადოება მსოფლიო
ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის საკითხზე შესაძლოა, 19 ოქტომბერს შეთანხმდნენ

ევროკავშირის საბჭო და ევროპარლამენტი ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის საკითხზე შესაძლოა, 19 ოქტომბერს შეთანხმდნენ, - ამის შესახებ შეჩერების მექანიზმის საკითხზე მომხსენებელმა, "ევროპის სახალხო პარტიის" წევრმა, ესპანეთის წარმომადგენელმა აგუსტინ დიას დე მერა გარსია კონსუერგამ LIBE-ს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, მომავალ კვირას კომიტეტმა შესაძლოა ტექნიკური ხასიატის შეხვედრა გამართოს.  

“რამდენიმე საათის წინ  საბჭოსგან დამაიმედებელი შეტყობინება მივიღე. კერძოდ, მსურს გაცნობოთ, რომ ევროკავშირის წევრებმა დადებითად შეაფასეს  შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით ჩვენი ბოლო საკანონმდებლო ინიციატივა, რაც იძლევა სამომავლო შეთანხმების საფუძველს. რაც შეეხება საბოლოო ტექსტს, საბჭომ თანხმობა განაცხადა, დოკუმენტი პარასკევისთვის წარადგინოს. თუ ასე მოხდება, მომავალ კვირას ჩვენ გავმართავთ ტექნიკური ხასიათის აუცილებელ შეხვედრას და შეთანხმების მიღწევას უკვე მომავალ ოთხშაბათს შევძლებთ",- აღნიშნა კონსუერგამ.

ცნობისთვის, სწორედ შეჩერების მექანიზმის ამოქმედებაზეა დამოკიდებული  საქართველოს ვიზალიბერალიზაციის ძალაში შესვლა.

შეგახსენებთ, რომ 5 ოქტომბერს ევროკავშირის მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტი (COREPER) დათანხმდა საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე ევროპარლამენტთან მოლაპარაკებების დაწყებას.  ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ვიზალიბერალიზაციისა და შეჩერების ახალი მექანიზმის ამოქმედება ერთდროულად უნდა მოხდეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics