|
2016-10-12 13:23:07, 721 ნახვა
პოლიტიკა რეგიონი
აჭარის უმაღლეს საბჭოში ოთხი პოლიტიკური პარტია შევიდა
აჭარის უმაღლეს საბჭოში ოთხი პოლიტიკური პარტია შევიდა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით,5%-იანი ბარიერი „ქართულმა ოცნებამ“, „ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიულმა მოძრაობამ“ და „პატრიოტთა ალიანსმა“ გადალახა. კერძოდ, ქართულ ოცნებას“ ამომრჩეველთა 45%-მა დაუჭირა მხარი, „ნაციონალურ მოძრაობას“ 29.7%-მა, „ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიულ მოძრაობას“ 5.9%-მა, „პატრიოტა ალიანსმა“ კი, ხმათა 5.7% მოაგროვა. რაც შეეხება მაჟორიტარულ არჩევნებს, აჭარის ექვსივე ოლქში მეორე ტურის ჩატარებაა საჭირო, რადგან ხმების 50%-ზე მეტი ვერც ერთი პოლიტიკური ძალის კანდიდატმა ვერ მიიღო. ცნობისთვის, აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები საქართველოს პარლამენტის არჩევნების პარალელურად გაიმართა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაშიზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)