03:34 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-05 13:49:06, 1776 ნახვა

მსოფლიო
ტაჯიკელმა გულმუროდ ხალიმოვმა ISIS-ში თარხან ბათირაშვილის ადგილი დაიკავა

ტაჯიკელი გულმუროდ ხალიმოვი “ისლამური სახელმწიფოს" ახალი საველე მეთაური გახდა, - ამის შესახებ ტელეკომპანია Alsumaria ერაყის უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ხალიმოვმა დაჯგუფებაში აბუ ომარ ალ-შიშანის, იგივე თარხან ბათირაშვილის ადგილი დაიკავა.

როგორც ტელეკომპანია იტყობინება, ხალიმოვი, იგივე ალ-ტაჯიკი, ტაჯიკეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმს ხელმძღვანელობდა. ის “ისლამურ სახელმწიფოს” 2015 წლის აპრილში შეუერთდა.

ცნობისთვის, ტაჯიკეთში ხალიმოვს სახელმწიფო ღალატში დასდეს ბრალი, მასზე ძებნაა გამოცხადებული.

2015 წელს ალ-ტაჯიკი აშშ-მა “შავ სიაში” შეიყვანა. ვაშინგტონს ალ-ტაჯიკის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ 3 მილიონი დოლარის ოდენობის ჯილდო აქვს დაწესებული.

შეგახსენებთ, რომ “ისლამურ სახელმწიფოსთან” დაახლოებულმა სააგენტო Amaq-მა თარხან ბათირაშვილის იგივე ალ-შიშანის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ივლისში გაავრცელა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics