2016-09-01 12:16:33, 1823 ნახვა
მსოფლიო
ალიასკაზე 2 თვითმფრინავის შეჯახებას 5 ადამიანი ემსხვერპლა
ალიასკის დასავლეთ ნაწილში ჰაერში ერთმანეთს ორი მცირე ზომის თვითმფრინავის შეჯახების შედეგად 5 ადამიანი გარდაიცვალა, - ამის შესახებ BBC წერს.
ალიასკის ნაციონალური გვარდიის მონაცემებით, ერთმანეთს ამერიკული ავიაკომპანია Hageland Aviation-ის კუთვლინი თვითმფრინავი Cessna 208 და ტურისტული კომპანიის Renfro-ს Alaskan Adventures-ის Piper PA-18 შეეჯახნენ.
მედია საშუალებსი ინფორმაციით, შეჯახების შედეგად ბორტზე მყოფთაგან არავინ გადარჩენილა. ავიაკატატსროფის მიზეზი უცნობია.
ინციდენტი დასახლებული პუნქტის რუსული მისიის მახლობლად მოხდა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან