11:04 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-25 10:40:18, 1748 ნახვა

მსოფლიო
მიანმარში მიწისძვრას 3 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 2 ბავშვი

მინმარში მომხდარი 6,8 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა. მსხვერპლთა შორის 2 მცირეწლოვანი ბავშვია, - ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო ორგანიზაცია “წითელი ჯვარი” ავრცელებს.

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი მიანმარის ქალაქ ჩაუდან 25 კილომეტრში მდებარეობდა.

მიწისძვრა იგრძნობოდა უძველეს ქალაქ ბაგანში, რომელიც ტურისტებში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, უძველეს ქალაქში 180-ზე მეტი ტაძარი დაზიანდა. ადგილზე მობილიზებული არიან სამხედროები, რომლებიც აღდგენით სამუშაოებს უკვე შეუდგნენ.

მიწისქვეშა ბიძგები ტაილანდში, ბანგლადეშსა და ინდოეთშიც იგრძნობოდა.

შეგახსენებთ, რომ მიანმარი სეისმურად აქტიურ ზონაში მდებარეობს. 6,9 მაგნიტუდის მიწისძვრა ქვეყანაში აპრილშიც მოხდა, თუმცა ბიძგებს მსხვერპლი არ მოჰყოლია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
3 თვეში საქართველოს 1 მილიონი ტურისტი ეწვია
წლის დასაწყისში აშშ-ის უმსხვილესმა ბანკებმა მოგების რეკორდი მოხსნა
აია-სოფიაში ბერძენი ტურისტები დააკავეს მას შემდეგ, რაც გაშალეს დროშა წარწერით „მართლმადიდებლობა ან სიკვდილი“
ცოცხლების მარში აუშვიცში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics