19:50 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-19 11:25:57, 1727 ნახვა

მსოფლიო
მერკელი: თუ გერმანიის შს სამინისტრო ფარანჯის ტარების აკრძალვაზე იმსჯელებს, კანცლერის სრული მხარდაჭერა ექნება

ქალების მიერ ისეთი ტანსაცმლის ტარება, რომელიც სრულად ფარავს მათ სახეს, შესაძლოა, გერმანულ საზოგადოებაში მათი ინტეგრაციის შემაფერხებელი გახდეს, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა Redaktionsnetzwerk Deutschland-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. 

როგორც კანცლერმა განაცხადა, "ქალს, რომლის სახე მთლიანად დაფარულია, გერმანიაში ინტეგრაციის შანსი ნაკლებად აქვს". 

ამასთან, მერკელის თქმით,  ფარანჯის, ნიქაბისა და ჩადრის სრულ აკრძალვაზე საუბრისას აუცილებელია ყველა პოლიტიკური და სამართლებრივი საკითხის შეფასება. გერმანიის კანცლერი ამ საკითხის გადაწყვეტაში შინაგან საქმეთა მინისტრ ტომას დე მაზიერს სრულ მხარდაჭერას პირდება.

გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრი მუსლიმური ტანისამოსის ჩაცმის შეზღუდვის სამართლებრივ შესაძლებლობებს განხილვას აპირებს.

ამავე დროს, გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი ტომას დე მაზიერი აცხადებს, რომ შესაძლებლად მიიჩნევს, ფარანჯის, ნიქაბისა და ჩადრის აკრძალვას მხოლოდ ცალკეულ შემთხვევებში, თუმცა, მისი თქმით, ამგვარი ტანსაცმლის სრული აკრძალვა გერმანიის კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ომბუდსმენმა ამაღლობელისა და მომიტინგეების საკითხი ევროპის საბჭოს კომისართან განიხილა
უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო თანამშრომლობის პაკეტზე შეთანხმდნენ
კრემლმა გადაწყვიტა, პუტინის რეიტინგის შემცირების გამო Telegram-ზე ბლოკი შეემსუბუქებინა
თურქეთი ისრაელს ომით ემუქრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics