05:07 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-17 22:06:23, 1806 ნახვა

მსოფლიო
თურქეთი ციხეში ადგილების გასათავისუფლებლად 38 000 პატიმარს გაათავისუფლებს

თურქეთი ციხეში ადგილების გასათავისუფლებლად, 38 000 პატიმრის გათავისუფლებას აპირებს. ამის შესახებ Independent-ი იუწყება.

მათი ინფორმაციით, აღნიშნულ გადაწყვეტილებას თურქეთი იმისთვის იღებს, რომ სამხედრო გადატრიალების მცდელობისთვის დაკავებული პირებისთვის ციხეებში ადგილები გაათავისუფლოს. გადაწყვეტილება თურქეთის იუსტიციის მინისტრმა ბექირ ბოზდაგმა მიიღო.

პატიმრებს გათავისუფლების შემდეგ პირობითი სასჯელი დარჩებათ. გადაწყვეტილება კი მხოლოდ იმ პატიმრებს შეეხებათ, რომლებსაც 2 ან ნაკლები წელი დარჩათ მოსახდელი. გადაწყვეტილება არ შეეხებათ იმ პატიმრებს, რომლებიც მძიმე დანაშაულისთვის იხდიან სასჯელს და მათ, ვინც დანაშაული 2016 წლის 1 ივლისის შემდეგ ჩაიდინეს.

ცნობისთვის, 15 ივლისის თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობას 290 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის - 104 აჯანყებული. მომხდარის შემდეგ თითქმის 50 000 ადამიანი დააკავეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics