19:11 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-09 13:38:30, 2059 ნახვა

მსოფლიო
მექსიკაში შტორმის შედეგად 45 ადამიანი გარდაიცვალა

მექსიკაში ტორმის შედეგად 45 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის რამდენიმე ბავშვია, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

მედიის ცნობით, სტიქიამ ყველაზე მეტად ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილი დააზარალა. 

ვერაკრუსისა და პუებლას შტატში მეწყერისა და წყალდიდობის შედეგად უამრავი საცხოვრებელი სახლი მიწის ქვეშ აღმოჩნდა. გარდაცვლილთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს, რადგან სავარაუდოდ ნანგრევების ქვეშ ადამიანები მოყვნენ.

უგზო-უკვდლოდ დაკარგული მოქალაქეების რაოდენობა ამ დრომდე უცნობია. 

პუებლას შტატში მდებარე რამდენიმე სოფელი სტიქიის გამო გარე სამყაროს არის მოწყვეტილი.

ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია, რომელშიც მაშველებთან ერთად ასობით სამხედროა ჩართული.  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ომბუდსმენმა ამაღლობელისა და მომიტინგეების საკითხი ევროპის საბჭოს კომისართან განიხილა
უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო თანამშრომლობის პაკეტზე შეთანხმდნენ
კრემლმა გადაწყვიტა, პუტინის რეიტინგის შემცირების გამო Telegram-ზე ბლოკი შეემსუბუქებინა
თურქეთი ისრაელს ომით ემუქრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics