2016-07-26 18:49:35, 1689 ნახვა
მსოფლიო
ბანგლადეშის პოლიციამ სპეცოპერაციის დროს 9 ისლამისტი მებრძოლი მოკლა
ბანგლადეშის სამართალდამცველებმა სპეცოპერაციის დროს 9 ისლამისტი მებრძოლი მოკლეს, - ამის შესახებ BBC იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, მებრძოლებს ქალაქ დაკაში მძევლების აყვანა ედებოდათ ბრალად.
როგორც სამართალდამცველები აცხადებენ, დედაქალაქში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ასევე დაკავებულია 1 მებრძოლი.
შეგახსენებთ, რომ 1 ივლისს დაკას დიპლომატიურ რაიონში მდებარე კაფეს შეიარაღებული პირები დაესხნენ თავს და 20 მძევალი მოკლეს. დაღუპულთა შორის 17 უცხოელი იყო. სპეცრაზმმა კაფეს შტურმის დროს 13 მძევალი გაათავისუფლა და 6 თავდამსხმელი მოკლა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან