13:04 - 13 Apr, 2026
|
2016-07-21 20:12:41, 1698 ნახვა
მსოფლიო
ბრაზილიაში 10 ადამიანი დააკავეს - ისინი, სავარაუდოდ ტერაქტის მოწყობას გეგმავდნენ
ბრაზლიის პოლიციამ 10 ადამიანი დააკავა, რომლებიც რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადის დროს სავარაუდოდ ტერაქტების მოწყობას გეგმავდნენ, - ამის შესახებ Reuters-ი ბრაზილიის იუსტიციის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, დაკავებულები “ისლამური სახელმწიფოს” წევრები არ არიან, თუმცა ეჭვმიტანილები ისლამისტებთან დაკავშირებას ცდილობდნენ. Reuters-ის ცნობით, ისინი ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მდებარე პარანას შტატში დააკავეს. ყველა დაკავებული ბრაზილიელია. ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ბრაზილიის მთავრობა საგანგებო სხდომას გამართავს. ცნობისთვის, რიოს ოლიმპიადა 5 აგვისტოს იხსნება და 21 აგვისტომდე გაგრძელდება.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)