13:05 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-18 14:33:23, 1637 ნახვა

მსოფლიო
სტამბოლის პოლიციის უფროსმა ქალაქის თავზე ვერტმფრენების გაფრთხილების გარეშე ჩამოგდების განკარგულება გასცა

სტამბოლის პოლიციის უფროსმა ქალაქის თავზე ვერტმფრენების გაფრთხილების გარეშე ჩამოგდების განკარგულება გასცა, - ამის შესახებ თურქული სააგენტო Anadolu იუწყება.

მედიის ცნობით, სამართალდამცველებმა გაფრთხილების გარეშე უნდა ჩამოაგდონ ნებისმიერი ვერთმფრენი, რომელიც ქალაქის ტავზე ნებართვის გარეშე იფრენს.

როგორც სააგენტო წერს, სტამბოლში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სხვა რეგიონებიდან 1 800 სპეცრაზმელი ჩაიყვანეს.

პოლიციის დამატებითი ძალები თურქეთის უმსხვილესი ქალაქის ქუჩებში პატრულირებენ. განსაკუთრებულად გაძლიერებულია სტამბოლში მნიშვნელოვანი ობიექტების დაცვა.

შეგახსენებთ, რომ თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობა მოხდა, რის შედეგადაც 290-ზე მეტი ადამიანია დაღუპული, 1 400-ზე მეტი კი დაშავდა.

ცნობისთვის, ამბოხებულებმა რამდენიმე ვერტმფრენის გატაცება შეძლეს, ორი მათგანი ანკარას თავზე ჩამოაგდეს, კიდევ ერთით კი 8 სამხედრომ საბერძნეთში გაქცევა შეძლო, სადაც ისინი საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს.

ბოლო ორი დღის განმავლობაში თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან კავშირში ეჭვმიტანილი 6 000 ადამიანი დააკავეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
უკრაინამ უნგრეთში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება გააუქმა
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics