|
2016-07-15 14:36:50, 1493 ნახვა
მსოფლიო
თავდამსხმელი, რომელიც ნიცაში სატვირთო მანქანას მართავდა, მუჰამედ ლაჰუაეჯ ბუჰლელია
თავდამსხმელი, რომელიც ნიცაში სატვირთო მანქანას მართავდა, მუჰამედ ლაჰუაეჯ ბუჰლელია, - ამის შესახებ Nice Matin იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, მუჰამედ ბუჰლელი ადგილობრივი მცხოვრები იყო. ამჟამად სამართალდამცველები მის სახლში ჩხრეკას ატარებენ. Reuters-ის ცნობით, თავდასხმელი პოლიციისთვის ცნობილი იყო წვრილმანი დანაშაულისთვის, თუმცა ტერორისტებთან კავშირში შემჩნეული არ ყოფილა, ამიტომ ის სპეცსამსახურებს აღრიცხვაზე აყვანილი არ იყო. მუჰამედ ლაჰუაეჯ ბუჰლელი პოლიციამ ორმხრივი სროლის დროს მოკლა. როგორც ფრანგული მედია წერს, თავდამსხმელი წარმოშიბით ტუნისელი 31 წლის ადგილობრივი მცხოვრებია. აღსანიშნავია, რომ პოლიციას ამასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია. შეგახსენებთ, რომ გუშინ, ნიცაში, სადაც მოსახლეობა ბასტილიის აღების დღეს აღნიშნავდა, ხალხში სატვირთო ავტომობილი შევარდა. ინციდენტის შედეგად 84 ადამიანი გარდაიცვალა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)