|
2016-07-15 12:01:47, 1332 ნახვა
მსოფლიო
ფრანსუა ოლანდმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის სამი თვით გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღო
საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა ნიცაში მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის სამი თვით გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღო, - ამის შესახებ ოლანდმა სპეციალურ ტელემიმართვაში განაცხადა. საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, მთელი საფრანგეთი ისლამური ტერორიზმის საფრთხის წინაშე დგას "ასეთ ვითარებაში ჩვენ უნდა გამოვავლინოთ აბსოლუტური ყურადღება და მტკიცე გადაწყვეტილება", - განაცხადა ოლანდმა. ამასთან, ფრანსუა ოლანდმა აღნიშნა, რომ საფრანგეთი სირიასა და ერაყში "ისლამური სახელმწიფოს" პოზიციებზე დარტყმებს გააძლიერებს. აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ გუშინ, 14 ივლისს, ფრანსუა ოლანდმა განაცხადა, რომ ნოემბრის ტერაქტების შემდეგ დაწესებული საგანგებო მდგომარეობა საფრანგეთში აღარ გახანგრძლივდებოდა. შეგახსენებთ, რომ გუშინ, ნიცაში, სადაც მოსახლეობა ბასტილიის აღების დღეს აღნიშნავდა, ხალხში სატვირთო ავტომობილი შევარდა. ტერაქტის შედეგად 84 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის არიან ბავშვებიც. მედიის ინფორმაციით, ათობით ადამიანი დაშავებულია, 18 მათგანი კი კრიტიკულ მდგომაროებაშია. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)