01:46 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-13 12:45:57, 1401 ნახვა

მსოფლიო
ჰილარი კლინტონმა პოტენციურ ვიცე-პრეზიდენტად ადმირალი ჯეიმს სტავრიდისი დაასახელა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის „დემოკრატმა“ კანდიდატმა ჰილარი კლინტონმა პოტენციური ვიცე-პრეზიდენტის სახელი დაასახელა.

Reuters-ის ინფორმაციით, ვიცე-პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატი ევროპაში ნატო-ს ჯარების ყოფილი სარდალი, ადმირალი ჯეიმს სტავრიდისი გახდება.

კლინტონი სტავრიდისს ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად პარტიულ ყრილობაზე, ფილადეფლიაში 28 ივლისს დაასახელებს.

მან ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატების შერჩევის შესახებ 8 ივნისს განაცხადა.

„ვარჩე ყველაზე კვალიფიციურ ხალხს, მათ შორის, ქალებს, რადგან მინდა ვიყო დარწმუნებული, რომ მას, ვისაც ავირჩევ, პრეზიდენტად გახდომა შეეძლება, თუ მე რამე დამემართება. ეს ყველაზე მთავარი კრიტერიუმია“, - განაცხადა კლინტონმა.

ჯეიმს სტავრიდისი ევროპაში ნატო-ს ჯარების სარდალი 2009-2013 წლებში იყო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics