23:43 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-30 17:21:08, 1260 ნახვა

მსოფლიო
ათათურქის აეროპორტში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 43-მდე გაიზარდა

ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 43-მდე გაიზარდა, - ინფორმაციას მსხვერპლის შესახებ ადგილობრივი მედია თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

თურქეთის ხელისუფლების ინფორმაციით, აეროპორტზე თავდასხმაში მონაწილე თვითმკვლელები რუსეთის, უზბეკეთისა და ყირგიზეთის მოქალაქეები იყვნენ.

გამოცემა Hurriyet წერს,  რომ რუსეთის მოქალაქე წარმოშობით ჩრდილოკავკასიელია, თუმცა ოფიციალურად აღნიშნულ ცნობა არ დადასტურებულა.

ცნობისთვის, სტამბოლსა და იზმირში ჩატარებული სპეცოპერაციების დროს პოლიციამ აეროპორტში მომხდარ ტერაქტთან კავშირში ეჭვმიტანილი 13 პირი დააკავა. თურქული მედიის ცნობით, დაკავებულებს შორის რამდენიმე უცხოელია.

შეგახსენებთ, რომ სამმა თვითმკვლელმა ტერორისტმა ათათურქის სახელობის აეროპორტში ჯერ ცეცხლი გახსნა, შემდეგ კი თავი აიფეთქა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა არავის აუღია, თუმცა ხელისუფლება ვარაუდობს, რომ თავდასხმა ექსტრემისტული დაჯგუფების "ისლამური სახელმწიფოს" ორგანიზებულია.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 239 დაშავებულიდან საავადმყოფოში ამ დრომდე რჩება 128 ადამიანი, მათგან 41 ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics