06:46 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-29 11:58:40, 1227 ნახვა

მსოფლიო
ბინალი ილდირიმი: მტკიცებულებები მიუთითებს, რომ აეროპორტზე თავდასხმის ორგანიზატორი „ისლამური სახელმწიფოა“

„მტკიცებულებები მიუთითებს იმაზე, რომ აეროპორტზე თავდასხმის ორგანიზატორი „ისლამური სახელმწიფოა“,-ამის შესახებ თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა  სტამბოლის ათათურქის სახელობის აეროპორტში მომხდარ ტერორისტულ  აქტთან დაკავშირებით განაცხადა.

 თურქეთის პრემიერის თქმით, ტერორისტები აეროპორტის შენობასთან ტაქსით მივიდნენ.

ამასთან, ილდირიმმა აღნიშნა, რომ ტერორისტული თავდასხმა მაშინ განხორციელდა, როდესაც თურქეთმა მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობის დარეგულირება დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ ათათურქის აეროპორტში ტერაქტის შედეგად, ბოლო მონაცმებით, 50 ადამიანი გარდაიცვალა და 147 დაშავდა.

სამმა თვითმკვლელმა ტერორისტმა ჯერ “კალაშნიკოვის” ტიპის იარაღიდან გახსნა ცეცხლი, შემდეგ კი თავი აიფეთქა.

ტერაქტზე პასუხისგებლობა ამ დრომდე არავის აუღია, თუმცა თურქეთის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ აეროპორტზე თავდასხმა “ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლებმა განახორციელეს.

მსხვერპლთა შორის არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics