02:57 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-24 15:12:26, 1236 ნახვა

მსოფლიო
ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის შემდეგ, ესპანეთი გიბრალტარზე სუვერენიტეტის დაბრუნებას შეეცდება

ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის შემდეგ, ესპანეთი გიბრალტარზე სუვერენიტეტის დაბრუნებას შეეცდება, - ამის შესახებ ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხოსე მანუელ გარსია მარგარიომ განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირიდან გამოსვლის გადაწყვეტილება ნახევარკუნძულის მომავალს შეცვლის, რომელიც 1713 წლიდან, გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიას მიეკუთვნება.

„გიბრალტარის ტერიტორიაზე ესპანური სუვერენიტეტის აღდგენა მას ერთიანი ევროპული ბაზრისადმი წვდომას შეუნარჩუნებს“, - განაცხადა მარგარიომ.

ცნობისთვის, დიდ ბრიტანეთში ჩატარებულ რეფერენდუმზე ამომრჩევლებმა ევროკავშირიდან გასვლას მხარი დაუჭირეს. მოქალაქეთა 51,9%-მა ევროკავშირიდან გასვლას დაუჭირა მხარი, მოწინააღმდეგე კი, 48,1% იყო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics