23:44 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-24 12:07:55, 1272 ნახვა

მსოფლიო
დონალდ ტუსკი: ის, რაც არ გკლავს, უფრო გაძლიერებს

მომავალ კვირას დიდი ბრიტანეთის გარეშე ევროკავშირის პირველი სამიტი გაიმართება, - ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარემ დონალდ ტუსკმა დიდი ბრიტანეთის რეფერენდუმის შედეგებთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ტუსკმა აღნიშნა, ბრიუსელი დიდ ბრიტანეთში რეფერენდუმის სხვა შედეგებს ელოდა, თუმცა ნეგატიური სცენარისთვის მზად არის.

“მე ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებს შევთავაზე, გავმართოთ 27 ქვეყნის არაფორმალური შეხვედრა 28-29 ივნისს დაგეგმლი ევროკავშირის საბჭოს სხდომის ფარგლებში, რომ სამომავლო მოქმედებები განვიხილოთ. ბრიუსელი დიდ ბრიტანეთში გამართული რეფერენდუმის სხვა შედეგებს ელოდა, თუმცა ნეგატიური სცენარისთვის მზად არის. ბოლო წლები ყველაზე რთული იყო ევროკავშირის ისტორიაში, თუმცა მე ყოველთვის მახსოვს ის, რასაც ბავშვობაში მამა მეუბნებოდა - “ის, რაც არ გკლავს, უფრო გაძლიერებს”,  - განაცხადა დონალდ ტუსკმა.

ცნობისთვის, დიდ ბრიტანეთში ჩატარებულ რეფერენდუმზე ამომრჩევლებმა ევროკავშირიდან გასვლას მხარი დაუჭირეს. მოქალაქეთა 51,9%-მა ევროკავშირიდან გასვლას დაუჭირა მხარი, მოწინააღმდეგე კი, 48,1% იყო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics