21:49 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-15 12:42:55, 1122 ნახვა

მსოფლიო
ორლანდოელი ტერორისტის მეუღლის სკანდალური აღიარება

ორლანდოელი ტერორისტის მეუღლემ ნურ სალმანმა იცოდა მეუღლის გადაწყვეტილების შესახებ, მოეწყო ტერაქტი. აღნიშნულ ინფორმაციას საგამოძიებო სტრუქტურაზე დაყრდნობით FOX NEWS ავრცელებს.

ტელეარხის ინფორმაციით, ხელისუფლებამ შექმნა ადამიანების სპეციალური ჯგუფი, რომლებიც გადაწყვეტენ, თუ რა სასჯელი უნდა მიესაჯოს ამისათვის ტერორისტის ცოლს.

ტელეარხი NBC კი აცხადებს, სალმანმა განაცხადა, რომ ის მეუღლის გვერდზე იყო მაშინ, როცა ის ტყვიებს ყიდულობდა საკუთარი იარაღისთვის.

შეგახსენებთ, რომ მანამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ნურ სალმანმა აღიარა, რომ მეუღლესთან ერთად დადიოდა იმ გეი კლუბში, რომელშიც ეს ტრაგედია დატრიალდა, ასევე Disney World -ის პარკში, რომელიც ასევე განიხილებოდა ტერორისტული აქტის ერთ-ერთ სავარაუდო ადგილად.

ცნობისთვის, ორლანდოს გეი-კლუბში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად გარდაცვლილია 50 ადამიანი, 53 კი, დაჭრილია.თავდამსხმელი ფლორიდის მცხოვრები ომარ მატინია, რომელიც პოლიციის მიერ ადგილზევე იქნა ლიკვიდირებული.

ორლანდოს ტრაგედია აშშ-ის ისტორიაში მსხვერპლის რაოდენობის მიხედვით, ყველაზე მასშტაბურ ტრაგედიად იქცა, რომელიც იარაღით თავდასხმამ გამოიწვია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ჰორმუზის სრუტეს გადაკეტავს
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics