2016-06-14 13:19:12, 3626 ნახვა
კულტურა
ლეგენდარული კინოვარსკვლავი სოფი ლორენი თბილისშია
ლეგენდარული იტალიელი კინოვარსკვლავი სოფი ლორენი თბილისშია. მსოფლიო კინოლეგენდა საქართველოში დღეს გამთენიისას ჩამოფრინდა. იტალიელი კინოვარსკვლავი ნინო სურგულაძის საქველმოქმედო ფონდ „ნატვრის ხის“ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას საპატიო სტუმრის სტატუსით დაესწრება.
„სიყვარულისთვის“ - ასე ჰქვია ახალ პროექტს, რომლის ავტორებიც მომღერალი ნინო სურგულაძე და სოფი ლორენის ვაჟი - კარლო პონტია.
მუსიკალურ-ქორეოგრაფიულ სპექტაკლში მთავარ პარტიებს ნინო სურგულაძე და ნინო ანანიაშვილი შეასრულებენ.
წარმოდგენა მსოფლიოში აღიარებულმა რეჟისორმა მარკო განდინმა დადგა. სპექტაკლს კარლო პონტი უდირიჟორებს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან