17:38 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-13 22:42:47, 1345 ნახვა

მსოფლიო
მშვიდობის მარში მსოფლიოს გარშემო - საზოგადოება ორლანდოს ტერაქტს გმობს

ყველაზე სისხლიანი შეიარაღებული თავდასხმა შეერთებული შტატების ისტორიაში - ასე აფასებენ ფლორიდის ქალაქ ორლანდოს გეი კლუბში მომხდარ შეიარაღებული თავდასხმას, რომელსაც ბოლო მონაცემებით, 50 ადამიანი ემსხვერპლა.

მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში შეერთებული შტატების საელჩოებთან და ცენტრალურ ქუჩებში მშვიდობის მარში და სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს, საზოგადოება გმობს ტერორიზმს და სოლიდარობას უცხადებს აშშ-ს.

სოციალურ ქსელებში ვრცელდება ფოტოები, რომლებზეც ასახულია სხვადასხვა ქვეყნებში, აშშ-ს საელჩოებთან შეკრებილი ხალხი, რომლებსაც ადგილზე სანთლები, ლგბტ დროშები და ყვავილები მიაქვთ.

კანადის და ინგლისის გარდა სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს ევროპის უმეტეს ქვეყანაში, მათ შორის რუსეთშიც.

სოლიდარობის აქცია ცოტა ხნის წინ დასრულდა თბილისშიც, საელჩოს წინ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, საზოგადოების წევრები, უფლებადამცველები მივიდნენ და ფლორიდის შტატის ქალაქ ორლანდოში დატრიალებული ტრაგედიის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics