10:31 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-01 21:55:44, 1148 ნახვა

მსოფლიო
ტერორიზმის თავიდან აცილების მიზნით გერმანია ლუქსენბურგთან, საფრანგეთთან, ბელგიასა და ნიდერლანდებთან სასაზღვრო კონტროლს ამკაცრებს

2016 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის მსვლელობისას ტერორიზმის თავიდან აცილების მიზნით გერმანია ლუქსენბურგთან, საფრანგეთთან, ბელგიასა და ნიდერლანდებთან  სასაზღვრო კონტროლს გაამკაცრებს.

როგორც "Die Zeit-ი" იუწყება, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პოლიცია აქტიურ შემოწმებებს ჩაატარებს ავტომაგისტრალებსა და სასაზღვრო პუნქტების მახლობლად მდებარე საგზაო მონაკვეთებზე.

ასევე, ფედერალური პოლიცია გეგმავს დაამატოს რამდენიმე დროებითი საკონტროლო პუნქტი ქალაქ ახენთან. საფეხბურთო ჩემპიონატის მსვლელობის პერიოდში აგრეთვე იგეგმება მობილური პატრულების რაოდენობის გაზრდაც.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics