15:42 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-06 16:02:17, 1114 ნახვა

მსოფლიო
უფლებადამცველების ინფორმაციით, სირიის სოფელ ხან-ტუმანისთვის ბრძოლისას 73 ადამიანი დაიღუპა

სირიაში ისლამისტმა მებრძოლებმა ალეპოს მახლობლად მდებარე სოფელ ხან-ტუმანის დაკავების შესახებ განაცხადეს, - ამის შესახებ Reuters იუწყება.

სირიის ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ცენტრის ცნობით, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი დასახლებული პუნქტისთვის ბრძოლისას 73 ადამიანი დაიღუპა.

უფლებადამცველების მონაცემებით, გარდაცვლილთა შორის 43 ამბოხებული და 30 სამხედროა.

სოფელი დამასკოსა და ალეპოს დამაკავშირებელ მაგისტრალთან მდებარეობს.

აღსანიშნავია, რომ სირიის სამთავრობო ძალების წარმომადგენლები ხან-ტუმანზე კონტროლის დაკარგვას არ ადასტურებენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics