00:57 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-05 09:42:12, 1192 ნახვა

მსოფლიო
კანადაში ხანძრის გამო საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული

კანადაში მასშტაბური ხანძრის გამო საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ალბერტას პროვინციის ქალაქ ფორტ-მაკმერეიდან მთლიანი მოსახლეობის - 88 000 ადამიანის ევაკუაცია მოხდა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

როგორც მედია საშუალება იტყობინება, ტყეში გაჩენილი ცეცხლი მომდევნო 24 საათის განმავლობაში სავარაუდოდ მთელს ქალაქს გაანადგურებს. 

ხანძარი, რომელიც კვირას გაჩნდა, სწრაფად ვრცელდება. განადგურებულია ქალაქის 1600 დაწესებულება, მათ შორის ახალი სკოლა მთლიანად განადგურდა.

დამწვარია 3000-მდე ჰექტარი მიწის ფართობი. 

ჯერჯერობით დაშავებულებზე ინფორმაცია არ ვრცელდება. მეხანძრეები და სამაშველო ვერტმფრენები საგანგებო რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics