2016-04-17 12:25:28, 1104 ნახვა
მსოფლიო
77 დაღუპული და 500-ზე მეტი დაშავებული-ძლიერი მიწისძვრა ეკვადორში
ეკვადორის ცენტრალურ სანაპიროზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა. შედეგად სულ მცირე 77 ადამიანი დაიღუპა, 500-ზე მეტი კი, დაშავდა. ინფორმაციას BBC ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტ ხორხე გლასის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა ამ დროისთვის უცნობია.
მიწისძვრამ სახლები დაანგრია და ასობით კილომეტრის რადიუსში ელექტროკავშირგაბმულობა მწყობრიდან გამოიყვანა.
7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა შაბათს ღამით მოხდა.
გუაიას, მენაბის, სანტო დომინგოს, ლოს რიოსის, ესმერალდას და გალაფაგოს პროვინციებში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან